| Imagine dining in a European capital where you do not know the local language. The waiter speaks little English, but by hook or by crook you manage to order something on the menu that you recognise, eat and pay for. Now picture instead that, after a hike goes wrong, you emerge, starving, in an Amazonian village. The people there have no idea what to make of you. You mime chewing sounds, which they mistake for your primitive tongue. When you raise your hands to signify surrender, they think you are launching an attack.
Communicating without a shared context is hard. For example, radioactive sites must be left undisturbed for tens of thousands of years; yet, given that the English of just 1,000 years ago is now unintelligible to most of its modern speakers, agencies have struggled to create warnings to accompany nuclear waste. Committees responsible for doing so have come up with everything from towering concrete spikes, to Edvard Munch’s “The Scream”, to plants genetically modified to turn an alarming blue. None is guaranteed to be future-proof.
Some of the same people who worked on these waste-site messages have also been part of an even bigger challenge: communicating with extraterrestrial life. This is the subject of “Extraterrestrial Languages”, a new book by Daniel Oberhaus, a journalist at Wired.
Nothing is known about how extraterrestrials might take in information. A pair of plaques sent in the early 1970s with Pioneer 10 and 11, two spacecraft, show nude human beings and a rough map to find Earth—rudimentary stuff, but even that assumes aliens can see. Since such craft have no more than an infinitesimal chance of being found, radio broadcasts from Earth, travelling at the speed of light, are more likely to make contact. But just as a terrestrial radio must be tuned to the right frequency, so must the interstellar kind. How would aliens happen upon the correct one? The Pioneer plaque gives a hint in the form of a basic diagram of a hydrogen atom, the magnetic polarity of which flips at regular intervals, with a frequency of 1,420MHz. Since hydrogen is the most abundant element in the universe, the hope is that this sketch might act as a sort of telephone number. | წარმოიდგინეთ, რომ სადილობთ ევროპის ერთერთ დედაქალაქში, და არ იცით ადგილობრივი ენა. მიმტანი ინგლისურად ცუდად ლაპარაკობს, მაგრამ თქვენ, როგორღაც მაინც ახერხებთ მენიუდან შეუკვეთოთ ისეთი რამ, რასაც ცნობთ, მიირთმევთ და იხდით მის საფასურს. ეხლა, წარმოიდგინეთ საპირისპირო სურათი, თქვენ წარუმატებელი ლაშქრობის შემდეგ, აღმოჩნდით მშიერი, ამაზონის ერთერთ სოფელში. ადგილობრივებს წარმოდგენაც კი არა აქვთ თუ რა უნდა გააკეთონ. თქვენ წარმოთქვამთ ღეჭვის მაგვარ ბგერებს, რომლებსაც ისინი შეცდომით მიაწერენ თქვენს პრიმიტიულ მეტყველებას. ხოლო თუ ხელებს ასწევთ დანებების ნიშნად, ისინი აღიქვამენ ამას, როგორც შეტევას. კომუნიკაცია საერთო კონტექსტის გარეშე რთულია. მაგალითად, რადიოაქტიური სამარხები უნდა დარჩეს ხელუხლებელი ათიათასი წლის განმავლობაში; და იმის გათვალისწინებით, რომ თუნდაც 1000 წლის წინანდელი ინგლისური ენა უკვე გაუგებარია მისი თანამედროვე მომხმარებლების უმეტესობისთვის, სააგენტოები ცდილობენ ბირთვული ნარჩენების სამარხებისათვის შექმნან უნივერსალური გამაფრთხილებელი ნიშნები. ამაზე პასუხისმგებელმა კომიტეტებმა იფიქრეს ყველაფერზე: ბეტონის ეკლებით დაწყებული, ედვარდ მუნკის "ყვირილით", და გენეტიკურად მოდიფიცირებული მცენარეებით დამთავრებული, რომლებიც გარდაიქმნებიან საგანგაშო ცისფერ ნათებად. არცერთი ვარიანტი არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ის მომავალში სწორად იქნება გაგებული. ზოგიერთი ადამიანი, ვინც ამ ნარჩენების სამარხების გამაფრთხილებელ ნიშნებზე მუშაობდა, კიდევ უფრო დიდი გამოწვევის წინაშე იდგა: კომუნიკაცია უცხოპლანეტელებთან. ამ თემას ეხება "უცხოპლანეტარული ენები", დანიელ ობერჰაუსის (Daniel Oberhaus), Wired-ში მომუშავე ჟურნალისტის ახალი წიგნი. არაფერია ცნობილი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მიიღონ ინფორმაცია უცხოპლანეტელებმა. 1970-იანი წლების დასაწყისში, Pioneer 10 და 11, ამ ორი კოსმოსური ხომალდის მეშვეობით გაიგზავნა წყვილი დაფა, რომლებიც ასახავენ შიშველი ადამიანების გამოსახულებებს და დედამიწის უხეშ რუკას, რაც დაეხმარებათ დედამიწის პოვნაში - რუდიმენტული ნივთები, თუმცა ამით იგულისხმება იმას, რომ უცხოპლანეტელებს შეუძლიათ დანახვა. რადგანაც ასეთი ხომალდის აღმოჩენის შანსი ძალიან მცირეა, დედამიწიდან წარმოებულ რადიომაუწყებლობას, რომელიც სინათლის სიჩქარით მოძრაობს, კონტაქტის დამყარების უფრო მეტი შანსი აქვთ. ისევე, როგორც ჩვეულებრივი რადიო უნდა იყოს მომართული სწორ სიხშირეზე, ასევე უნდა იყოს ვარსკვლავთშორისი რადიოც. როგორ შეიძლება მოხვდნენ უცხოპლანეტელები სწორ სიხშირეზე? Pioneer-ზე არსებული დაფა იძლევა შესაბამის მინიშნებას წყალბადის ატომის ძირითადი დიაგრამის სახით, რომლის მაგნიტური პოლარობა იცვლება თანაბარი ინტერვალებით, 1,420MHz სიხშირით. ვინაიდან წყალბადი სამყაროში ყველაზე გავრცელებული ელემენტია, იმედი გვაქვს, რომ ამ გამოსახულებამ შეიძლება ერთგვარი სატელეფონო ნომრის როლი შეასრულოს. |